ნაციონალების სამეგრელოს მაჟორიტარობის კანდიდატების დიდი ნაწილი უკვე ცნობილია

ნაციონალების სამეგრელოს მაჟორიტარობის კანდიდატების დიდი ნაწილი უკვე ცნობილია

ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატების დიდი ნაწილი უკვე ცნობილია.

სენაკში კენჭს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი იყრის, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში დეპუტატი იყო, თუმცა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე იმის გამო შეუწყდა, რომ სამეგრელოს გუბერნატორად დაინიშნა.

აბაშაში მმართველი პარტია მაჟორიტარობის კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს დავით დარცმელიძეს წარადგენს.

ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად ბაჩო და დათა ახალაიების მამას, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს როლანდ ახალაიას წარადგენენ.

წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ბიზნესმენი ლევან ქარდავა იქნება.

ჩხოროწყუს რაიონში ნაციონალები  გოჩა ლემონჯავას კანდიდატურას წარადგენენ. ლემონჯავა ფოთის ყოფილი მერია.

ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული  ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით. ამ რაიონში მაჟორიტარობის  სავარაუდო კანდიდატი ფოთის საკრებულოს წევრი თენგიზ სარიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამარათლადამრღვევად ცნო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სარიშვილმა მოქალაქეს საჩუქრად სატელიტური თეფში გადასცა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ ვის წარადგენენ ნაციონალები  მარტვილსა და ხობში.