ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერი მისი გარდაცვალების შესახებ  გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს(VIDEO)

ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს(VIDEO)

გუშინ, ღამით რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც მისი პროდიუსერი სოსო აბზიანიძე მკაცრად უარყოფს.

„ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება, რადგან ის ახლა ბათუმში რეპეტიციებს გადის და ხვალ შვილთან ერთად სათევზაოდ წასვლასაც აპირებს“-ამბობს აბზიანიძე.

ვახტანგ კიკაბიძე ასრულებს მთავარ როლს მიუზიკლში „ვერის უბნის მელოდიები“ რომლის პრემიერა ბათუმში მალე გაიმართება.

პროდიუსერის თქმით, კიკაბიძე მოუწოდებს ყველას ბოროტი ჭორის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

ხუთშაბათს ღამე „Живого журнал“- ის მომხმარებელმა დაწერა შემდეგი სახის ინფორმაცია „სულ ახლახან შევიტყვე, რომ გარდაიცვალა  ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე... ის იყო გენიალური ქართველი მსახიობი და მომღერალი, დარწმუნებული ვარ, ბუბა კიკაბიძის ხსოვნა დავიწყებას არასდროს მიეცება, თუმცა მისი ამ ქვეყნიდან წასვლით კიდევ ერთი დიდი ეპოქა დასრულდა“.