დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცხელი ხაზი ამოქმედდა

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს მასშტაბით სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა იწყება, ინფორმაციის მიღების მსურველებმა უნდა დარეკონ ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე: 2 422 424 ან გააგზავნონ შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე - info-dasaqmeba@geo.gov.ge.

აღნიშნულის შესახებ,  ვიდეორგოლი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ინფორმაციის მიღების მსურველებს ასევე შეუძლიათ, შეტყობინება „ფეისბუქზე“, სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე დატოვონ.