ფესტივალი „არტ-გენი“ დღეიდან ახალ რეჟიმში იმუშავებს(VIDEO)

ფესტივალი „არტ-გენი“ დღეიდან ახალ რეჟიმში იმუშავებს(VIDEO)

დღეიდან, ტრადიციული ფესტივალი „არტ-გენი 2012“  ახალ რეჟიმში იმუშავებს. მთელი დღის მანძილზე ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიოტორიაზე ხალხური რეწვის გამოფენა გაიმართება. 19 საათიდან კი დიდ სცენაზე მრავალფეროვანი პროგრამა დაიწყება.

საღამოს ფოლკლორულ ნაწილს ანსამბლი „ბასიანი“ და „ელესა“ (ქედა) გახსნის, შემდეგ მათ საზღვარგარეთიდან ჩამოსული ჯგუფები „სკოტები“ (შოტლანდია) და Tekla Klebetnica (პოლონეთი) შეენაცვლება. საღამოს ჯგუფი „ზუმბალენდი“ დახურავს.

ფესტივალმა 3 ივლისს კახეთში აიღო სტარტი და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. 21 ივლისიდან „არტ-გენმა“ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოინაცვლა, სადაც ის  29 ივლისის ჩათვლით გასტანს.

ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე მეცხრე წელია ტარდება და მას ყოველწლიურად თან სდევს ახალი აქტუალური თემა. წლევანდელი  „არტ-გენის“ დევიზია - „გაუფრთხილდი ოჯახს“, რაც  ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას გულისმობს.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ, ფესტივალის ოფიციალურიო გვერდის მისამართზე  www.artgeni.ge