„დემოკრატიული მოძრაობა“:  პარტიის მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე ყოველგვარი ახსნა - განმარტების გარეშე დააკავეს

„დემოკრატიული მოძრაობა“: პარტიის მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე ყოველგვარი ახსნა - განმარტების გარეშე დააკავეს

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ პარტიის მთავარი საბჭოს წევრის, რეგიონალური მდივნის, ზაზა სოფრომაძის  გაუჩინარების შესახებ, განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, დილის 04:00 საათზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ათეული პოლიციელი  „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრის, პარტიის რეგიონალური მდივნის ბატონი ზაზა სოფრომაძის ოჯახში შეიჭრა და ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, დააკავეს.

მათივე ცნობით, ამ დრომდე ზაზა სოფრომაძის ადვიკატი, ოჯახის წევრები და პარტიის ხელმძღვანელობა უშედეგოდ ცდილობენ ბატონი ზაზა სოფრომაძის ადგილსამყოფელის დადგენას.

ცნობისთვის, 2006 წელს, ფინანსურმა პოლიციამ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწფო ფონდის ხელმძღვანელი, ზაზა სოფრომაძე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, სოფრომაძე დღემდე ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელია.