ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების ტოპ ათეული

ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების ტოპ ათეული

ქორწილი ყველა ახლადშექმნილი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამიტომაც წყვილები მაქსიმალურად ცდილობენ ეს დღე შეძლებისდაგვარად გამორჩეული იყოს. ზოგიერთისთვის გამორჩეულობა გრანდიოზულობაა, ამიტომაც გრანდიოზულ ქორწილში ბევრი მათგანი უზარმაზარ ფულს ხარჯავს.ლ გადავხედოთ ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების ნუსხას, რომელიც გამოცემა  Business Insider-მა გამოაქვეყნა.

  ამ ნუსხაში პირველი ადგილი პრინცი უილიამის მშობლების - ჩარლზისა და დაიანას ქორწილს უჭირავს. მათი ქორწილი 110 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. მათი ჯვრისწერა წმ. პავლეს ტაძარში (St Paul’s Cathedral) გაიმართა და მასში სამეფო ოჯახთნ ერთად 2 მილიონი მაყურებელი და 750 მილიონი ტელემაყურებელი მონაწილეობდა.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ინდოეთის მაგნატის ქალიშვილის - ვანიშა მიტალისა და ბანკირ ამირ ბჰატიას ქორწილი, რომელიც 66 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. საქორწილო მოსაწვევები დარიგდა ვერცხლის კოლოფებით, რომელშიც, მოსაწვევთან ერთად იყო თვითმფრინავის ბილეთები და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრები პარიზში. ცერემონია ვერსალში, მე-16 საუკუნის სასახლის ხის ციხე-დარბაზში 5 დღე გრძელდებოდა.

მესამე ადგილზეა ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ქორწილი, რომელიც 34 მილიონი  დოლარი დაჯდა. საქორწინო ცერემონიალისთვის 800 ათასი დოლარი ყვავილებში დაიხარჯა, 80 ათასი  კი  ტორტისთვის. ქორწილს ესწრებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები და ცნობილი ადამიანები, ასეულობით მილიონი ადამიანი კი  ცერემონიას თვალს ტელეეთერის მეშვეობით ადევნებდა.

მეოთხე ადგილს იკავებს,  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის უეინ რუნისა და კოლინ მაკლოულინის ქორწილი, რომელიც 8 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა და პორტოფინოში, მე-17 საუკუნის დროინდელ ვილაში, იღების სახით  გაიმართა. ქორწილისთვის წყვილმა  გენუაში 65  ბრიტანელი სტუმარი დაქირავებული თვითმფრინავით გააფრინა. იქ კი, 120 მილიონიან იახტაზე ბალ-მასკარადი გაიმართა.

 რეიტინგში მე-5 ადგილზეა ბილ კლინტონისა და ჰილარი კლინტონის ქალიშვილის - ჩელსი კლინტონის ქორწილი ბანკირ მარკ მეზვინსკისთან. რომელშიც 500 სტუმარი იყო მიწვეული და 5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების სიაში, შემდეგ მე-6 ადგილზეა ლაიზა მინელისა და დეივიდ გესტის ქორწილი, რომელიც  4,6 მილიონი დოლარი დაჯდა. საქორწინო ცერემონიაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალი და მამაკაცი -ელიზაბეტ ტეილორი და მაიკლ ჯექსონი. გასართობ პროგრამაში კი ჩართული იყვნენ ვარსკვლავები: ტონი ბენეტი, სტივ უანდერი, ნატალი კოული.

ცნობილი ვარსკვლავის ელიზაბეტ ტეილორის ქორწილი ლარი ფორტენსკისთან 4 მილიონი დოლარი დაჯდა რეიტინგში მე-7  ადგილიც დაიკავა. ქორწილში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ მაიკლ ჯექსონი წარმოდგენილი იყო, როგორც პატარძლის მამა. ქორწილიც სწორედ მის კუთვნილ ნევერლენდის რანჩოში გადაიხადეს. სტუმრებს შორის იყვნენ: ლაიზა მინელი, ედი მერფი და ნენსი რეიგანი.

ძვირადღირებული ქორწილების რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა  პოლ მაკარტნისა და  ჰიდერ მილის ქორწილი, რომელიც 3,6 მილიონი დოლარი დაჯდა. ქორწილი ინდურ სტილში იყო გადაწყვეტილი.  ყვავილების მორთულობა 145 ათასი დოლარი დაჯდა, დარბაზის დაქირავება კი, 40 ათასი დოლარი.

ცნობილი პოპ-ვარსკვლავის ქრისტინა აგილერასა და მუსიკალური პროდიუსერის ჯორდან ბრატმანის ქორწილი 2,3 მილიონი დოლარი დანახარჯით რეიტინგში მე-9  პოზიციას იკავებს. პატარძალს Christian Lacroix -ის მიერ სპეციალურად მისთვის შეკერილი კაბა 80 ათას დოლარიანი საპატარძლო კაბა ეცვა.

 ძვირადღირებული ქორწილების რეიტინგის ბოლო  მეათე ადგილზე ცოტა ხნის წინ დაშორებული ვარსკვლავური წყობლის - ტომ კრუზისა და ქეითი ჰოლმის ქორწილი აღმოჩნდა.

 ქორწილი წყვილმა რომთან ახლოს, მე-15 საუკუნის სასახლეში გადაიხადა და 2,2  მილიონი  დოლარი დაუჯდა. ქორწილში მოწვეული სტუმრების თვითმფრინავით მგზავრობისა და დაბინავების ხარჯმა 900 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო 300 ბოთლი ღვინისთვის 180 ათასი დოლარი დაიხარჯა.