მაგნიტსკის ექიმის გახმაურებელი სასამართლო პროცესი იწყება

მაგნიტსკის ექიმის გახმაურებელი სასამართლო პროცესი იწყება

დღეს ტვერის სასამართლოში იურისტის სერგეი მაგნიტსკის მკველელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ექიმ დიმიტრი კრატოვის სასამართლო პროცესი იწყება.

მაგნიტსკის 11 თვის განმავლობაში „ბუტირკის“ ციხეში იმყოფებოდა, შემდეგ კი ე.წ „მატროსკაია ტიშინაში“ გადაიყვანეს, სადაც 2009 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა.

გამოძიებას აქვს ვერსია, რომ მაგნისტსკის დროული სამედიცინო დახმარება არ ჩაუტარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.  ექიმი კრატოვი კი აცხადებს, სიკვდილი რამდენიმესაათიანმა სტრესმა გამოიწვია.

საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ მაგნისტსკის მკვლელობა შეკვეთილი გახლდათ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი კვირის წინ მიიღო გახმაურებული „მაგნიტსკის საქმე“, რომელშიც მის პოლიტიკურ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ჩინოვნიკი და პოლიტიკოსი შეიყვანა, რომელთაც აეკრძალათ ამერიკაში შესვლა და გაეყინათ საბანკო ანგარიშები.