ტაჯიკეთი დახმარებას გაეროს და ეუთოს სთხოვს

ტაჯიკეთი დახმარებას გაეროს და ეუთოს სთხოვს

ტაჯიკეთის მთიანი  ბადახშის მაცხოვრებლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილი გაუგზავნეს და დახმარება სთხოვეს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში. ბადახშში მერამდენე დღეა გენერალ აბდულ ნაზაროვის მკვლელობასთან დაკავშირებით, სპეცცსამსახურები სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ.

სრულყოფილი კავშირი ბადახშთან არ არის. მედიასაშუალებები მიმდინარე ოპერაციებისა და სისხლისმღვრელი შეტაკებების შედეგად იმ დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობის მიხედვით მსჯელობენ, რომლებიც რეგიონიდან ვეტმფრენებით დუშანბეს სამხედრო ჰოსპიტალში გადმოყავთ. ვრცელდება ინფოემაცია, რომ ჰოსპიტალში 100-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი მიიყვანეს, ამდენივე მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაჭრილი და დაღუპული.

„ჩვენ დახმარებას ვთხოვთ გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს, რომელთა დიპლომატიური მისიებიც იმყოფებიან ტაჯიკეთში, მაგრამ დღემდე ჩუმად არიან.  რათა მათ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ ტაკიჯეთის მთავრობაზე. ვთვლით, რომ ტაჯიკეთის მთავრობის ქმედებები ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლინებაა“,-ნათქვამია წერილში. ბადახშის მაცხოვრებლები ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობაინ მოლაპარაკებებს ითხოვენ.