რომნიმ ობამა დაიცვა

რომნიმ ობამა დაიცვა

NBC-სთან ინტერვიუში რესპუბლიკელების ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატმა მით რომნიმ ბარაკ ობამა დაიცვა და აღნიშნა, რომ მოქმედ პრეზიდენტს შესანიშნავად ესმის ბრიტანელებისა და ამერიკლების ურთიერთობების მნიშვნელობა.

საქმე ეხებოდა რომნის მრჩევლების სტატიას, რომელიც The Daily Telegraph-ში გამოქვეყნდა და სადაც რესპუბლიკლების კანდიდატის მრჩევლები აცხადებდნენ, რომ რომნი უკეთესად უგებს ანგლო-საქსურ მოსახლეობას და მეტად ესმის ამერიკულ-ბრიტანული ურთიერთობების მნიშვნელობაც, ვიდრე ობამას. რომნიმ მრჩევლების ვინაობის დასახლებეისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ არ იცის რომელმა მრჩეველმა მისცა ეს ინტერვიუ.

რომნის მრჩევლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათი კანდიდატი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დააბრუნებს უიტსონ ჩერჩილის ქანდაკებასაც, რომელიც ბარაკ ობამას ბრძანებით გაიტანეს.