კალაძის ქონების დაყადაღებაზე მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ხვალ გასაჩივრდება

კალაძის ქონების დაყადაღებაზე მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ხვალ გასაჩივრდება

პოლიტიკური კოალიცია, „ქართული ოცნების“ ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ კოალიციის წევრის, კახა კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშების დაყადაღების შეფასებისას, განაცხადა, რომ თბილისისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი გოგინაშვილის მიერ გამოცემული განჩინების მიხედვით, თურმე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ კალაძე შემოსავლის უკანონო ლეგალიზებას ახორციელებს.

აქედან გამომდინარე, თადუმაძის თქმით, თუ კი ამაზე დასაბუთებული ვარაუდი არსებობს კალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა მიმდინარეობდეს და აღნიშნავს, რომ ამაზე საუბარი აღნიშნულ განჩინებაში არ არის.

„გარდა ამისა, განჩინებაში მითითებულია, რომ დაყადაღება განხორციელებულია იმიტომ, რომ მომავალში უკანონოდ მოპოვებული ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფა მოხდეს, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ სასამართლოს უკვე აქვს მომავალში ქონების ჩამორთმევის განსახორციელებელი გეგმა. კონკრეტულად, ქონების რაოდენობაზე საუბარი არაა, თუმცა მოსამართლე აფიქსირებს, რომ ყადაღის გამოყენებას ამისთვის აკეთებს“, - განაცხადა თადუმაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ყადაღის დადების გადაწყვეტილება ძალაშია აღნიშნულ საქმეზე განაჩენის აღსრულებამდე. გამამტყუნებელ

„როგორც ჩანს, სასამართლომ უკვე იცის, რომ აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და მის ამ ქმედებას მის აღსრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს“, - აღნიშნავს თადუმაძე.

ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მათ 48 საათის განმავლობაში აქვთ და ეს ვადა ხვალ 17:00 საათზე იწურება.

მისივე განმარტებით, ამ წუთებში საჩივარზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ხვალ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრდება.