მცხეთა-თიანეთში ნაციონალები მაჟორიტარებად გამგებლებს წარადგენენ

მცხეთა-თიანეთში ნაციონალები მაჟორიტარებად გამგებლებს წარადგენენ

 მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარებად ნაციონალებმა ყოფილი ან მოქმედი გამგებლები შეარჩიეს. სწორედ მათი იმედი აქვს მმართველ პარტიას მცხეთა-მთიანეთის 4 რაიონში. 

 მცხეთაში ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატი მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე და ყოფილი გამგებელი ანდრო კალანდაძე იქნება.

 დუშეთის მაჟორიტარ კანდიდატად  ყოფილი გამგებელი ზურაბ ოტიაშვილი სახელდება, ხოლო ყაზბეგში მაჟორიტარობისთვის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა მალანია ემზადება, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობამდე გამგებელი იყო.

თიანეთის მაჟორატორობის კანდიდატი კი, ასევე ამ  რაიონის გამგებელი გიორგი აბაშვილი იქნება.