ვანო მერაბიშვილი:  გვინდა  სექტემბრიდან ექთნებისთვის ხელფასები გაიზარდოს

ვანო მერაბიშვილი: გვინდა სექტემბრიდან ექთნებისთვის ხელფასები გაიზარდოს

პირველი სექტემბრიდან ექთნებს ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა  ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად,   თეთრიწყაროში ახლადგახსნილ კლინიკაში სტუმრობისას განაცხადა.

მერაბიშვილის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში,  ექთნებს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და აუცილებელია ეს საკითხი გადაიხედოს.

„ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში,  ექთნებს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და ახლა ჩვენ სადაზღვეო კომპანიებთან ვმუშაობთ და პირველ რიგში, ექთნებისთვის ხელფასის მომატების საკითხს ვაყენებთ.  პირველი სექტემბრიდან უკვე გვინდა, ექთნებისთვის ხელფასები გაიზარდოს. ამავე დროს, გვინდა, ექიმებისთვის ხელფასების მომატება იმიტომ, რომ მომართვიანობა იზრდება, დატვირთვა მეტია, ამიტომ ეს აუცილებელია“, - განაცხადა მერაბიშვილმა.