ვერიკო კობიაშვილი: ჩემს 5 წლის შვილს ჰკითხეთ, სკვერი ურჩევნია თუ  ჭერი

ვერიკო კობიაშვილი: ჩემს 5 წლის შვილს ჰკითხეთ, სკვერი ურჩევნია თუ ჭერი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად სტიქიით დაზარალებულ ქალაქ, თელავში ჩავიდა, სადაც ქალაქის ცენტრში საბავშვო სკვერი გახსნა. მოსახლეობასთან შეხვედრისას პრეზიდენტთან თბილისის გზატკეცილის # 1-ში მცხოვრები მარტოხელა დედა, ვერიკო კობიაშვილი მივიდა, მან სკვერის პრეზენტაციაზე პრეზიდენტს კითხვით  მიმართა - „ბატონო მიხეილ, ერთი ჩემს 5 წლის შვილს ჰკითხეთ, სკვერი ურჩევნია თუ სახურავი?“

პრეზიდენტმა კი მას განუცხადა, რომ ეტაპობრივად ყველა ოჯახში აუცილებლად შევლენ და ყველ ოჯახის სახურავის პრობლემას მოაგვარებენ.

„ქალბატონო ნუ ნერვიულობ ყველაფერი იქნება სახურავიც და სკვერიც. მარტო თქვენთან კი არა კახეთის მესამედშიც არ არიან ჩასულები. მაგრამ მივლენ ყველგან და 100%ით მოგვარდება ყველაფერი“, - უპასუხა პრეზიდენტმა.

კობიაშვილს სტიქიის შედეგად სახლის სახურავი ჩამოენგრა და აქამდე, მისი თქმით, არავინ არ დაინტერესდა მისი პრობლემებით. დაზარალებული აცხადებს, რომ მისი სახლს მხოლოდ მაშინ მიაკითხეს, როცა პრეზიდენტის ჩამოსვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

„ჩემი სახლის კეთება დღეს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხმა გავრცელდა, რომ პრეზიდენტი უნდა ჩამოსულიყო. როცა ჩემს სახლის სახურავზე მუშები ავიდნენ, რომელიღაც არხის ოპერატორმა დაუძახა დაიწყეთ აბა კადრი უნდა ავიღო. ესენი მხოლოდ შოუებს და სპექტაკლებს დგამენ“, - განაცხადა კობიაშვილმა.