ზაქარია ქუცნაშვილი: „კარდაკარის“  შედეგებს აგვისტოს დასაწყისში გამოვაქვეყნებთ

ზაქარია ქუცნაშვილი: „კარდაკარის“ შედეგებს აგვისტოს დასაწყისში გამოვაქვეყნებთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მათ მიერ განხორციელებული „კარდაკარის“ შედეგებს საზოგადოებას აგვისტოს დასაწყისში წარუდგენს.

ქუცნაშვილის თქმით, კოალიციის „კარდაკარ“კამპანიის საველე სამუშაოები საქართველოს 68 ოლქში უკვე დასრულებულია და ახლა „კარდაკარ“ მონაცემების კომპიუტერული დამუშავება მიმდინარეობს.

„ჩვენ თავს ვიკავებთ შედეგების შეჯამებამდე სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისგან,  თუმცა ვადასტურებთ,  რომ ყველა ტიპის უსწორობა,  რაც ამომრჩეველთა ერთიან სიასთან მიმართებაში  შეიძლებოდა  აღმოჩენილიყო,  აღმოჩენილია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კამპანიის   პროცესში მრავალი დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის მიწერილი, გარდაცვლილი, დუბლირებული და გამორჩენილი ამომრჩეველი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის თქმითვე, „კარდაკარ“ კამპანიის პროცესში მათ მიერ აღმოჩენილი დარღვევები შესაბამის ინსტანციებს აღმოსაფხვრელად აუცილებლად გადაეცემათ.