„ქართუ ჯგუფისა“ და“პროგრესბანკის“ წილებზე იძულებითი მმართველობა შეწყდა

„ქართუ ჯგუფისა“ და“პროგრესბანკის“ წილებზე იძულებითი მმართველობა შეწყდა

თბილისის საქალაქომ სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საუძველზე, „ქართულ ჯგუფსადაპროგრეს ბანკშიიძულებითი მართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

საქალაქო სასამართლოს გადწყვეტილებით, იძულებითი მმართველი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

პროცესს მოსამართლე თამარ ჩიხლაძე უძღვებოდა, "ქართუ ჯგუფის" ინტერესებს ადვოკატი შალვა თადუმაძე იცავდა, აღსრულების ბიუროს კიირაკლი ხვედელიძე წარმოადგენდა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ივანიშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძემ განაცხადა, „ქართული ოცნებისმხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეთანხმება და მის გასაჩივრებას არ აპირებს.

ირაკლი ხვედელიძემ პროცესზე კოალიციაქართული ოცნებისლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა და განაცხადა, რომ იძულებითი მმართველობის საფუძველი აღარ არსებობს.

რაც შეეხებაქართუ ჯგუფსადაპროგრეს ბანკზეყადაღის მოხსნას, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას აღსრულების ეროვნული ბიურო მიიღებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომქართუ ჯგუფისაქციათა 100%-ზე დაპროგრეს ბანკისაქციათა 21,7%-ზე იძულებითი მმართველობის მოხსნის შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართა, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა 75 მლნ ლარი სრულად გადაიხადა, რომელიც მას ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით დაეკისრა.