რუსი „ენჯეოელები“ ოაბამას აგენტად დადასტურებას სთხოვენ

რუსი „ენჯეოელები“ ოაბამას აგენტად დადასტურებას სთხოვენ

რუსმა ადამიანის უფლებადამცველებმა ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას წერილი გაუგზავნეს და სთხოვეს დაეზუსტებინა, არიან თუ არა ისინი აგენტები და ვრცელდება თუ არა ამერიკის გავლენა რუსულ „ენჯეოებზე“. წერილს ხელს აწრენ მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი და მოძრაობა „ადამიანის უფლებისთვის“.

„ჩვენი ორგანიზაციები შესაძლებელია მოხვდნენ იმ უცხოელ აგენტთა ჩამონათვალში, რომელიც ხელისუფლებამ შეადგინა.  თითქოსდა,  ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და მათზე ზეგავლენის მოპოვებაში“,-ნათქვამია მიმართვაში. წერილს ხელს ლიუდმილა ალექსეევა და ლევ პონომარიოვი აწერენ.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი და მოძრაობა „ადამიანის უფლებისთვის“ მთლიანად უცხოური გრანტებით ფინანსდება. თუმცა, ორგანიზაციების განცხადებით, ისინი სულაც არ ატარებენ რუსეთში ამერიკის პოლიტიკას.