გერმანიას ბოსნიიდან და ჰერცოგოვინადან  ჯარები  გაყავს

გერმანიას ბოსნიიდან და ჰერცოგოვინადან ჯარები გაყავს

Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის სამშვიდობო ჯარები ბოისნიას და ჰერცოგოვინას ტოვებენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ და თავდაცვის მინისტრმა ტომას დე მეზიერმა ამ გადაწყვეტილების შესახებ გერმანიის საპარლამენტო პარტიების ლიდერებს წერილობით აცნობეს.

„ქვეყანაში შიდაპოლიტიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია, თუმცა საზღვარგარეთული მისიის ყოფნა უკვე საჭირო აღარ არის. ადგილობრივი შიდაუსაფრთხოების სტრუქტურები ამ პრობლემის გამკლავებას დამოუკიდებლად შეძლებენ“, -ნათქვამია წერილში.

ბუნდესვერმა გერმანულ მისიას მანდატი ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ბოლოს 2011 წელს გაუგრძელა. გადაწყდა, რომ ისინი ქვეყნას 2012 წლის ნოემბრისთვის დატოვებდნენ. ბოლო გერმანელი ჯარისკაცი ქვეყნიდან 15 ნოემებერს გამოვა.

ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში სამშვიდობო მისია 17 წელია გრძელდება.