დავით ბაქრაძე: აღარ გეტყვით ბოლო სხდომაა თუ არა, იმიტომ რომ ცუდად გვაქვს დაცდილი

დავით ბაქრაძე: აღარ გეტყვით ბოლო სხდომაა თუ არა, იმიტომ რომ ცუდად გვაქვს დაცდილი

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს არ დააკონკრეტა ბოლო რიგგარეშე სხდომა ჩატარდა თუ კიდევ იქნება.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

„აღარ გეტყვით, ბოლო სხდომაა თუ არა. იმიტომ, რომ ცუდად გვაქვს დაცდილი. უბრალოდ ვიტყვი, რომ რიგგარეშე სესია დღეს დახურულია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.