ჯენიფერ ჰადსონის სიძეს, მისი ოჯახის ამოწყვეტისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ჯენიფერ ჰადსონის სიძეს, მისი ოჯახის ამოწყვეტისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ჰოლივუდის ცნობილი მომღერლისა და მსახიობის ჯენიფერ ჰადსონის ოჯახის წევრების მკვლელობში დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც იქნა დასრულდა წარმატებული მსახიობისა და მომღერლის ცხოვრების ტრაგიკული ისტორია. ილიონისის შტატის სასამართლომ დაკავებული უილიამ ბალფური, ჯენიფერის დედის, ძმისა და დიშვილის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

თავად უილიამი დანაშაულს ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს. ჯენიფერს კომენტარი სასამართლოს განაჩენზე ამ დრომდე არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, 2008 წლის 25 ოქტომბერს ჰადსონების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ჩიკაგოში, საკუთარ სახლში, მომღერლის დედასა და ძმას ესროლეს, ხოლო 7 წლის დისშვილი, ორი დღის შემდეგ, მანქანის საბარგულში გარდაცვლილ იპოვეს. პირველი ეჭვმიტანილი ჰადსონის დის ყოფილი მეუღლე, 31 წლის უილიამ ბალფური გახდა, რომელიც  ცოლს არაერთხელ დამუქრებია, რომ დაშორების შემთხვევაში მის ყველა ნათესავს მოკლავდა. ბალფურის წინააღმდეგ, უშუალო მტკიცებულებების არქონის გამო, ჩვენება 83-მა მოწმემ მისცა. პირველი თავად ჯენიფერი გამოვიდა. თვალცრემლიანმა გოგონამ გაიხსენა, რომ ბალფურთან ქორწინებასთან დაკავშირებით დას ყველა აფრთხილებდა. აღმოჩნდა, რომ მათ ოჯახში არავის მოსწონდა, თუ როგორ ექცეოდა სიძე ჯულიასა და მის შვილს. უილიამის ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე დებდნენ თავს და ცდილობდნენ, მკვლელობები ჯენიფერის გარდაცვლილი ძმის კრიმინალური წარსულისთვის დაეკავშირებინათ, თუმცა, მათ ვერანაირი მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლეს.