პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ლაშა თორდია დაამტკიცა

პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ლაშა თორდია დაამტკიცა

 პარლამენტმა 83 ხმით 2–ის წინააღმდეგ გენერალურ აუდიტორად ლაშა თორდია დაამტკიცა. „ჩემთვის ამ მოწვევის პარლამენტში მუშაობა დიდი პატივი იყო.  მრავალი გამოწვევა ერთად გადავიტანეთ და ჩვენს გუნდში  ბზარი არასდროს არ გაჩენილა, ამიტომ ყოველთვის ვიამაყებ,“ -  მიმართა ლაშა თორდიამ კენჭისყრის შემდეგ ყოფილ კოლეგებს.

დავით ბაქრაძემ იხუმრა, რომ თორდიას აღმასრულებელი ხელისუფლების ლოჟაში დამსახურებულად შეუძლია გადასვლა.  „საყვარელ უბანს ემშვიდობები,“ -  უთხრა დავით ბაქრაძემ თორდიას.