„გამოჩენილი ამხანაგი“ კიმ ჩენ ინი დაქორწინდა

„გამოჩენილი ამხანაგი“ კიმ ჩენ ინი დაქორწინდა

კორეის მშრომელთა პარტიის ლიდერი, კორეის თავდაცვისა და ცენტრალური სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი მთავრსარდალი, „დილის ვარსკვალავის მეფე“ და „გამოჩენილი ამხანაგი“ კიმ ჩენ ინი დაქორწინდა.

BBC News-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის მეუღლე ლი სოლ იუ გახლავთ.

ამ ქალბატონთან ერთად კორეის ლიდერი რამდენჯერმე გამოჩნდა ჟურნალისტების თვალწინ, თუმცა ვერავინ შეძლო მისი ვინაობის დადგენა. პრესამ მაშინ ივარაუდა, რომ კიმ ჩენ ინის თანმხლები ქალბატონი მომღერალი და მისი ყოფილი საყვარელი ხენ სონ ვოლი გახლდათ.