რუსეთი ლიტვის საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაციის გადახდას არ აპირებს

რუსეთი ლიტვის საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაციის გადახდას არ აპირებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევჩის განცხადებით, რუსეთის მხარეს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი აღარ დააყენებს საკითხს  ლიტვის „საბჭოთა ოკუპაციისთვის“ საკომპენსაციო თანხის გადახდას.

„ჩვენ არაერთხელ ავხსენით,რომ რუსეთის ფედერაციას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, ლიტვას ეს კომპენსაცია გადაუხადოს. ჩვენთვის ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. სამწუხაროა, რომ ახლანდელი ლიტვის ხელისუფლება ამ საკითხს ისევ ინიცირებას უკეთებს, თუმცა ეს ფაქტი  რუსეთ-ლიტვის დღევანდელ ურთიერთობებზე არ უნდა აისახოს  “,-განაცხადა ლუკაშევიჩმა.