თარგამაძე ხელისუფლებას ალავერდის ტაძრის გადარჩენისკენ მოუწოდებს

თარგამაძე ხელისუფლებას ალავერდის ტაძრის გადარჩენისკენ მოუწოდებს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას ალავერდის ტაძრის გადარჩენისკენ მოუწოდებს.

როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ლამის უკვე ერთი წელია, ალავერდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას სახელმწიფო კომისია სწავლობს.

მან სამთავრობო კომისიას მოუწოდა დროულად დაამთავროს წინასაპროექტო სამუშაოები და დაფინასებისთვის საჭირო სახსრები გამოიყოს.

მისი თქმით, საპატრიარქოსთან ერთად რამდენიმე  თვეა მიმდინარეობს  მუშაობა, მაგრამ ყოველი წვიმის შედეგად სიტუაცია იგივეა – იტბორება იქაურობა, სველდება ტაძარის საძირკველი და  ტაძარი საფრთხის წინაშე დგას.

“დროა გადავიდეთ მოქმედებაზე დავამთავროთ მუშაობა პროექტზე, დავაფინანსოთ ღონისძიებები, ალავერდი უნდა გადავარჩინოთ. საფრთხე დღეს-დღეობით რეალურია” - განაცხადა თარგამაძემ.