ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ბადახშანსკში სპეცოპერაციის სასწრაფო შეწყვეტა მოითხოვა

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ბადახშანსკში სპეცოპერაციის სასწრაფო შეწყვეტა მოითხოვა

BBC-ის ინფორმაციით, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა მთიანი ბადახშანსკის ოლქის ხელმძღვანელს კოდირი კოსიმომს დაურეკა და სასწრაფოდ მოსთხოვა სპეცოპერაციის შეწყვეტა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუშანბეს სამხედრო ჰოსპატლში 100-მდე დაჭრილი სამხედრო მიიყვანეს, დაჭრილები არიან ადგილობრივი მოქალაქეებიც, ხოლო დაღუპულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, რადგან ბადახშანსკთან არანაირი კავშირი არ არსებობს. დაღუპულები პირდაპირ ქუჩებში ყრიან.

სააგენტოს ინფორმაციით, რახმონმა კოსიმომს ბრძოლების შეწყვეტა და გარდაცვლილთა დაბინავება უბრძანა, რადგან ამ სიცხეში გვამების გაფუჭების საშიშროება იქმნება.   

ბადახშანსკში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცავებმა მოითხოვეს ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაეცათ ის ოთხი პიროვნება, რომლებიც სპეცსამსახურის გენერლის აბდულ ნაზაროვის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. მთიანი ოლქის მცხოვრებლებმა კი უარი განაცხადეს ოთხი პიროვნების გადაცემაზე და სამართალდამცავებს განუცხადეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და სამხედროები, მათ ძალიან ცუდად ეპყრობიან. ტაჯიკურმა სპეცრაზმებმა ოლქში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც ასეულობით ადამიანი დაიჭრა და ათეულობით დაიღუპა.

ადგილზე ჩავიდა ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრი შერალი ხაირულოვი და მოსახლოებას მოსთხოვა შეექმნათ 20-კაციანი კომისია, რომელსაც ოლქის მაცხოვრებლები ენდობიან. ხაირულოვი მოსახლოებას დაჰპირდა, რომ კომისიასთან ერთად სიტუაციაში გაერკვევა და გაარკვევეენ არის თუ არა დახოცილთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. მოლაპარაკებების პერიოდში სპეცოპერაცია შეწყვეტილია.

დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმები ოლქიდან არ გავიდოდნენ, ბადახშანსკის მაცხოვრებელები შენობების თავზე ამერიკულ დროშას აღმართავდნენ.