სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლების მიერ  ლობისტებისთვის გადახდილი თანხა 1.56 მილიონ დოლარს აღემატება

სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლების მიერ ლობისტებისთვის გადახდილი თანხა 1.56 მილიონ დოლარს აღემატება

„სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს  გზის“ ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტებისთვის გადახდილი თანხა ჯამში 1.56 მილიონ დოლარს აღემატება.

აღნიშნულის შესახებ, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას facebook -ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ზურაბიშვილის თქმით, მაშინ, როდესაც კახეთის დაზარალებულ გლეხებისათვის ხელისუფლება მეტად მცირე თანხებს იმეტებს,  ხელი მოეწერა ახალ პრ-ისტულ კონტრაქტებს მოეწერა.

„კერძოდ PRIME POLICY GOUP თან 6 თვიანი კონტრაქტი დაიდო,  რომელიც  150 000 დოლარს აღემატება და მეორე GEPHARD GOVERNMENT AFFAIRS ჯგუფთან 180 000 დოლარის ოდენობით. ჯამში ამ წლის დანახარჯი ბიუჯეტიდან ლობისტურ ფირმებზე  1.56 მილიონ დოლარს აღემატება. ოფიციალური მონაცემებით (ამერიკაში კანონი აიძულებს ლობისტურ ფირმებს რომ მათი შემოსავალი უცხო სახელმწიფოებიდან განცხადებული და საჯარო იყოს) ამ თანხაში ევროპაში ასევე სააკაშვილის პრ-ზე  დახარჯული თანხები არ ითვლება. უფრო საინტერესოა კიდევ ოფიციალური გამოცხადებული მიზანი ამ ლობიისტების. ლობირება მიწნად ისახავს ჩვენ ნატოში გაწევრიანების მხარის დჭერას?????! საკითხი,  რომელიც ლობისტების აქტიურობის მიუხედავად, ყველამ იცის დიდი ხნით გადავადებულია“, - აცხადებს ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ  ნათელია, ეს  იმ ლობისტურ აქტიურობისთვის ფარია, რომელსაც  სააკაშვილის პირადი იმეჯის გადარჩენა და ამ საარჩევნო პერიოდში ოპოზიციის გაშავება ქვია.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ  ეს პრობლემა საჯაროდ უნდა გაცხადდეს, საკითხი უნდა ოფიციალურად დაისვას პარლამენტსა და უცხოელ პარტნიორებთან, ასევე, განემარტოს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას - რა არის „ამ ხელისუფლების პრიორიტეტი“.

„დროა პასუხი გაეცეს უცხოურ პრესაში დაბეჭდილ და სწორედ ამ ლობისტების მიერ შედგენილ სტატიებს, რომელშიც ივანიშვილს ადანაშაულებენ PR -ზე „თავისი“ ფულის ხარჯვაში, მაგრამ სიტყვას არ ამბობდენ იმ თანხებზე, რაც უკვე რამდენიმე წელია სააკაშვილს პირადი პოლიტიკური დაცვისთვის ჩვენი ბიუჯეტიდან იხარჯება“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ  განცხადებაში.