ამერიკა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის 240 000 დოლარს რიცხავს

ამერიკა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის 240 000 დოლარს რიცხავს

სასტუმრო „ რედისონში“ პრეკონფერენცია მიმდინარეობას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელი ნერმინ ნისიჩი საზოგადოებას 8 ახალ საარჩევნო პროექტს წარუდგენენ.

საარჩევნო გარემოს ზოგადი ვითარების გაუმჯობესების მიზნით, პროექტების ფარგლებში მოეწყობა თემატური სატელევიზიო განხილვები და დებატები, წინასაარჩევნოდ წამყვან რეგიონულ და ეროვნულ მაუწყებლებზე განხორციელდება მონიტორინგი, www.ivote.ge -ს მეშვეობით გაიზრდება ამომრჩეველთა ცნობიერება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის დონე და ხელი შეეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობას. საარჩევნო გარემოს ზოგადი ვითარების გაუმჯობესების მიზნით, პროექტების ფარგლებში მოეწყობა თემატური სატელევიზიო განხილვები და დებატები, წინასაარჩევნოდ წამყვან რეგიონულ და ეროვნულ მაუწყებლებზე განხორციელდება მონიტორინგი, www.ivote.ge -ს მეშვეობით გაიზრდება ამომრჩეველთა ცნობიერება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის დონე და ხელი შეეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობას. პროექტების დაფინანსება 240 000 დოლარი დაჯდება.

გრანტის მიმღები ორგანიზაციები „ადამიანის უფლებათ ცენტრი“ და „ინტერნიუსი“ დამსწრე საზოგადოებას და მედიიდ წარმომადგენლებს  ფარული რეკლამირებისა და რეგიონული მაუწყებლების რაოდენობრივი და თვისებრივი მონიტორინგის თაობაზე გაკეთებულ პირველად მიგნებებს წარადგენენ.