დარჩიაშვილი – გაიხსენოს ივანიშვილმა, რომ სახელმწიფოში ცხოვრობს და არა ფეოდალურ ტყეში, როგორც რუსეთშია მიჩვეული

დარჩიაშვილი – გაიხსენოს ივანიშვილმა, რომ სახელმწიფოში ცხოვრობს და არა ფეოდალურ ტყეში, როგორც რუსეთშია მიჩვეული

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული 80 მილიონი ლარი რაში დაიხარჯება ეს მთავრობისა და პარლამენტის გადასაწყვეტია.

აღნიშნული კომენტარი დარჩიაშვილმა ივანიშვილის მიერ 80 მილიონი ლარის საბიუჯეტო ანგარიშზე ჩარიცხვის შეფასებისას გააკეთა.

„ნეტავ ასეთი გამბედავი განცხადებები თავის პატრონების მიმართ რუსეთში  გაეკეთებინა, დაწყებული 90–იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც მას პირდაპირ დაახურინეს  „მე-9 არხი“, მაშინ ეთქვა პუტინისთვის“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს კანონდარღვევა ჰქონდა, დაჯარიმდა და ეს თანხა ბიუჯეტით, მისი მუხლების მიხედვით დაიხარჯება.

„სოციალურ პროგრამებზე წავა, თავდაცვაზე, პენსიებსა თუ კონკრეტულად სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე, მთავრობისა და პარლამენტის გადასაწყვეტია,“ - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

„რას გადაიხდის და როგორ დაიხარჯება ეს ყველაფერი განისაზღვრება სუვერენული, დემოკრატიული საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით და არა ივანიშვილის კაპრიზებით“, - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

მისივე თქმით, თუ ივანიშვილს დამატებით ქველმოქმედების გაწევა სურს  უნდა გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობა პარტიების დაფინანსების შესახებ, და დაელაპარაკოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბს.

„საერთოდ კარგი იქნება გაიხსენოს ამ ადამიანმა, რომ სახელმწიფოში ცხოვრობს და არა ფეოდალურ ტყეში, როგორც რუსეთშია მიჩვეული“, - აღნიშნა დეპუტატმა.