ვასილ ჭყოიძე: კონფლიქტები 90 -იან წლებში დაიწყო  და დღევანდელ ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირი ვერ ექნება

ვასილ ჭყოიძე: კონფლიქტები 90 -იან წლებში დაიწყო და დღევანდელ ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირი ვერ ექნება

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე IRI- ის კვლევების იმ ნაწილის შეფასებისას, რომლის მიხედვითაც მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად, გამოკითხულთა 38%-მა ტერიტორიების დაკარგვა დაასახელა, 30%-მა პროცენტმა კი,  ნომერ პირველ პრობლემად მიიჩნია აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ეს საკითხი გამოკითხულთა შორის, ერთ - ერთ პრიორიტეტულია. 

„ტერიტორიებთან დაკავშირებული განწყობა, ეს  პროცენტული მაჩვენებელი  აჩვენებს, რომ  ეს პრობლემა  ჯერ-ჯერობით მოგვარებული არაა.   თავისთავად ეს კონფლიქტები 90 - იან წლებში დაიწყო  და  ბუნებრივია,  დღევანდელ ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირი ვერ ექნება.  აქ ჩემი აზრით,  იგულისხმება ის,  რომ ეს პრობლემები ჯერ-ჯერობით მოუგვარებელია“, - განაცხადა ჭყოიძემ.

მისივე თქმით, IRI- ის კვლევები ნდობას იმსახურებს და აღნიშნავს, რომ ეს ძალიან ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა.