IRI კვლევის შედეგების მიხედვით,  არჩევნებში 43% მმართველ პარტიას, 24 % - „ქართულ ოცნებას“ და 7% ქდმ- აძლევს ხმას

IRI კვლევის შედეგების მიხედვით, არჩევნებში 43% მმართველ პარტიას, 24 % - „ქართულ ოცნებას“ და 7% ქდმ- აძლევს ხმას

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმას გამოკითხულთა უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს.

ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, IRI-ის მიერ დასმულ შეკითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", გამოკითხულთა 43% მმართველ პარტიას აძლევს, 24% - კოალიცია "ქართული ოცნებას" ასახელებს, 7% - "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას".

 გამოკითხულთა -21 %-ს კი არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.