დავით ბაქრაძემ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ლაშა თორდიას კანდიდატურა დაასახელა

დავით ბაქრაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ლაშა თორდიას კანდიდატურა დაასახელა

სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის  ლაშა თორდიას კანდიდატურა დაასახელა. ამის შესახებ  განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ აბაშაში გააკეთა.

კანონმდებლობით  განსაზღვრულია, რომ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარე  არჩევს და  პარლამენტს წარდუდგენს დასამტკიცებლად.

დავით ბაქრაძის თქმით, მან ბეჟაშვილის შემცვლელად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა თორდია  შეარჩია. ამასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით ბაქრაძეს კონსულტაციები  პრეზიდენტთანაც ჰქონდა.  

დავით  ბაქრაძე  თორდიას კანდიდატურას ხვალ ბიურის სხდომას წარუდგენს და სხდომის შემდეგ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მოხდება მისი კენჭისყრით დამტკიცება. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით ირჩევა. ეს თანამდებობა კი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც  მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობა დატოვა იმ მოტივით, რომ მას სურს, კახეთში დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს.