„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, კოალიციისა და „მწვანეების“ ურთიერთობის ფორმა ჯერ კიდევ განსაზღვრული არაა და მომდევნო შეხვედრების შემდეგ გადაწყდება.
„ჩვენ „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის სტრატეგიული პოლიტიკური პარტნიორები ვართ, მხარს ვუჭერთ ივანიშვილს. ჩვენი ურთიერთობის საკითხი შემდგომი მოლაპარაკების საგანია. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მოხდება შეთანხმება მაჟორიტარების დონეზე, თუ გავწევრიანდებით ერთ საარჩევნო ბლოკში ან სხვა ტიპის ურთიერთობა გვექნება. არსებობს ურთიერთობის ბევრი ვარიანტი, რომელიც უახლოეს პერიოდში გაირკვევა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.