სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ლაშა თორდიას სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ლაშა თორდიას სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თორდიას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხვალ დაამტკიცებენ.

წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თორდიას კანდიდატურას ხვალ სხდომის დაწყების წინ ბიუროს წარუდგენს.

პარლამენტში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ლაშა თორდია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც გამართავს შეხვედრას.

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს კი    სავარაუდოდ პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე დაიკავებს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონი მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი ირჩევს.