„ქრისტიან-დემოკრატები“ კომპენსაციების გაცემას სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვისაც ითხოვენ

„ქრისტიან-დემოკრატები“ კომპენსაციების გაცემას სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვისაც ითხოვენ

საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” კომპენსაციების გაცემას სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვისაც ითხოვენ. ამ ეტაპზე მთავრობა მხოლოდ სტიქიით დაზარალებული კახეთის მოსახლეობისთვის აპირებს კომპენსაციების გაცემას.  

ქრისტიან-დემოკრატიული  მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ როგორც კახეთში, ასევე  სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა.

 “ზოგგან სიმინდის ღეროები ისე  განადგურებულია, რომ ჩალადაც კი არ გამოდგება” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

გაიცემა თუ არა კახეთის გარდა სხვა რეგიონის მოსახლეობაზე კომპენსაციები, ამაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს.

პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ  სამცხე- ჯავახეთის რეგიონისთვის 800 ათასი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.