ე.წ. „ატსტუპნიკები“ და დევნილები ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობასთან ხვალ მორიგ აქციას გამართავენ. ისინი თბილისის მერთან გიგი უგულავასთან შეხვედრას მოითხოვენ, რომელსაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების თხოვნით მიმართავენ.
იგივე მოთხოვნით, აქცია მერიის შენობასთან გასულ კვირასაც გაიმართა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
ცნობისთვის, ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ბინების დაკანონების მოთხოვნით, 8 თვეა საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. მათ საბჭოთა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი ფართები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეიძინეს, თუმცა, ბინების დაკანონება ამ დრომდე არ მომხდარა.