არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მიზეზად აღმასრულებელ დირექტორთან რიგ საკითხებზე აზრთა შეუთანხმებლობა სახელდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ეს ორგანიზაციული გადაადგილებაა.
„ეს ორგანიზაციული ხასიათის გადაადგილებაა. ისეთი ამაში არაფერია. რატომ ხვდება პრესიის ინტერესის საგანი ვერ ვხვდები. ამას პოლიტიკასთან ან სხვა რაიმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ორგანიზაციულ საკითხებზე გვქონდა შეუთანხმებლობა“, - განაცხადა გიგაურმა.