ხატია დეკანოიძე: სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის აღდგენილი იქნება

ხატია დეკანოიძე: სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის აღდგენილი იქნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხატია დეკანოიძის ცნობით, სტიქიის დროს,  კახეთის რეგიონში სულ ოცი საჯარო სკოლა დაზიანდა და აღნიშნა, რომ  ახალ სასწავლო წლისთვის ყველა სკოლა აღდგენილი იქნება.

ამჟამად, დეკანოიძე სტიქიით დაზარალებულ რეგიონში იმყოფება. მინისტრმა თელავში სტიქიის დროს დაზიანებული # 7 საჯარო სკოლა მოინახულა. ის დაზიანებული სკოლების დასათვალიერებლად თელავიდან ლაგოდეხში გაემგზავრა.