Euronews_ის ინფორმაციით, სირიის აჯანყებულებთან აქტიურად თანამშრომლობს „ალ-ქაიდა“, მისი დაახლოებით 6000-მდე წევრი სირის აჯანყებულთა არმიაში იბრძვის. აჯანყებულთა რიგებში ალჟირელი, საუდიის არაბეთის, ეგვიპტის, ტუნისისა და ჩეჩნეთის წარმომადგენლები იბრძვიან.
ამას ვიდეოს გავრცელებული კადრებიც მოწმობს, სადაც აჯანყებულები „ალ-ქაიდას“ დროშებით მიდიან და ხმამაღლა სკანდირებენ, რომ ისინი ისლამურ სახელმწიფოს აშენებენ.
გაეროს მონაცემებით კი, სირია 150 000-მდე ადამიანმა უკვე დატოვა, მათ მეზობელ ქვეყნებს შეაფარეს თავი.