მამაკაცების ჟურნალი FHM -ის ინდური ვერსიის გარეკანზე უკვე მეოთხედ მოხვდა ინდოელი მსახიობი კატრინ კაიფი, როგორც „100 ყველაზე სექსუალური ქალის“ ნაციონალური რეიტინის ლიდერი.
ჟურნალი ტრადიციას არ ღალატობს და მის, სხვადასხვა, ვერსიებში „მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების“ რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. კატრინე კაიფი მკითხველის არჩევანი 2008, 2009, 2011 წლების შემდეგ უკვე მეოთხედ გახდა.
კატრინე 1984 წლის 16 ივლისს ჰონკონგში დაიბადა, მუსულმანი მოჰამედ კაიფისა და ბრიტანელი ებრაელის სიუზან ტურკოტის ოჯახში. კატრინა პატარა იყო, როდესაც მისი მშობლები დაშორდნენ. იგი დედასთან ერთად იზრდებოდა. ცხოვრობდა ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი, ინგლისში.
მოდელობა კატრინამ 14 წლის ასაკში ლონდონში დაიწყო. 2003 წელს ჰქონდა დებიუტი კინოში. თავდაპირველად მას უჭირდა ინდურ ფილმებში როლების მიღება, რადგან ინდოეთში არასდროს უცხოვრია და ენის ბარიერი ჰქონდა. 2004-2006 წლებში მან ითამაშა 6 მეორეხარისხოვან როლი ინდურ ფილმებში. წარმატება სამსახიობო კარიერაში კატრინასთან 2007 წელს მოვიდა, როდესაც მან მიიღო მთავარ როლი ფილმში „Namastey London“.
ამ როლის შემდეგ კატრინა „ბოლივუდის დედოფალი“ გახდა და არაერთი ნაციონალური ჯილდო მიიღო. ყველა ფილმს მისი მონაწილეობით ბოლივუდში ფინანსური წარმატება გარანტირებული აქვს, ამიტომ კატრინა რეჟისორებისგან შემოთავაზებებს ხშირად იღებს. მაყურებელი სულ არ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ კატრინას ყველა ფილმში დუბლიორი ახმოვანებს.