პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი სტიქიის ზონაში ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ზარალის ამსახველ ციფრებს არ ენდობა და კოალიცია ზარალის პარალელურ დათვლას იწყებს.
ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძე ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებენ ჩვენი საარჩევნო შტაბები, რომლებიც გახსნილია კახეთის ყველა რეგიონში. აუცილებელია დაწესდეს მონიტორინგი თუ როგორია ზარალი და მისი ზუსტად აღრიცხვის შემდეგ როგორ განხორციელდება ხელისუფლების მიერ ამ ზარალის დაფარვა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.