სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო ორი თვის ვაჟთან, ნოა ფენიქსთან ერთად მალიბუს პლიაჟზე ისვენებს.
ალესანდრამ 2012 წლის 8 მაისს მეორე შვილი გააჩინა. „ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ძალიან გამიმართლა, რომ მყავს საყვარელი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან“-ამბობს მოდელი.
პატარა ნოა ფენიქსი უკვე მოხვდა ჟურნალის გარეკანზე, პირველად ის პოპულარულ ლათინოამერიკულ გამოცემა Caras-ის გარეკანზე დაიბეჭდა. ამჯერად მოდელმა სააშკარაოზე გამოიტანა, მისი დედობრივი გრძნობები. ალესანდრა, ეფერებოდა, კოცნიდა და მზისგან იცავდა ბიჭს.
მშობიარობიდან ორი თვის შემდეგ, Victoria's Secret- ის ბრაზილიელი მოდელი მშვენიერ ფორმაშია და პლიაჟზე ბიკინებითაც გადის. თუმცა ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მოდელების უმრავლესობა, მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში, ჩვეულ ფორმაში პოდიუმზე დადიან.
შეგახსენებთ, მოდელსა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯეიმი მეუერს 3 წლის ქალიშვილი ანიაც ჰყავთ.