ერაყში აფეთქებების შედეგად 24 ადამიანია დაღუპული

ერაყში აფეთქებების შედეგად 24 ადამიანია დაღუპული

BBC-ის ინფორმაციით, ერაყის სამხრეთით განხორციელებული აფეთქებებისა და სროლების შედეგად 24 ადამიანია დღუპული.

სოფელ თაჯში, რომელიც ბაღდადიდან 20 კილომეტრში მდებარეობს,  აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

აფეთქებები და სროლები განხორციელდა კირკურის, ტუზ ხურმატუს, დიბისეს და სხვა დასახლებულ პუნქტებშიც. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერაყი სირიის მოვლენების ზღვარზე დგას.