ნდობის ტელეფონების კონკურენტი, ლანძღვა-გინების ტელეფონები

ნდობის ტელეფონების კონკურენტი, ლანძღვა-გინების ტელეფონები

თუ ნდობის ტელეფონები არსებობენ და წარმატებითაც სარგებლობენ, მაშინ რატომ არ უნდა იყოს, ლანძღვა გინებისა და სიძულვილის ტელეფონები? ალბათ ამ პრინციპით ისარგებლეს გერმანიაში, კერძოდ ვისბადენში, სადაც ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელმა რალდ შულტმა და ალექსანდრ ბრანდენბურგმა „სიძულვილის ცხელი ხაზი“ გახსნეს.

როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, მასზე დარეკვა განტვირთვის მიზნით, ყვირილითა და ლანძღვა-გინებით ყველა მსურველს შეუძლია.

ზარი ფასიანია და ხელმისაწვდომი. ფსიქოლოგები „სიძულვილის ცხელი ხაზის“ წინააღმდეგ გამოდიან და ამტკიცებენ, რომ ტელეფონზე ლანძღვა-გინებით ადამიანები ფსიქიკას ვერ უშველიან. პირიქით, აგრესიის ასეთი ფორმით გამოხატვამ შეიძლება ისინი უფრო დააზარალოს.

სააგენტოს განცხადებით, ცხელ ხაზზე უკვე შემოვიდა რამდენიმე ზარი, კლიენტები კი მათი მომსახურეობით ნამდვილად კმაყოფილები დარჩნენ.