მაია ფანჯიკიძემ ბიძინა ივანიშვილის კახეთის ვიზიტი შეაჯამა

მაია ფანჯიკიძემ ბიძინა ივანიშვილის კახეთის ვიზიტი შეაჯამა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშილის კახეთში ვიზიტი შეაჯამა.

ფანჯიკიძის განცხადებით, ივანიშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლები მოინახულა, რათა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი თავისი თვალით ენახა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვედროდა.

ფანჯიკიძის თქმით, ის სურათი რაც სოფლებში სტიქიის შედეგად დახვდათ კოალიციის წევრებს, წარმოდგენილზე უარესი იყო.

„მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, კოალიციის ლიდერმა ივანიშვილმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მან არასაკმარისად შეაფასა გლეხებისთვის კრედიტების გადავადებასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზება, ისაუბრა დაზღვევის რისკებსა და სადაზღვევო სისტემაზე, შეეხო ყურძნის ფასსაც და აღნიშნა, რომ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი ერთ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ივანიშვილმა მათ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა ამ საკითხის მოგვარებას დაპირდა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ივანიშვილი მზადაა მოსახლეობისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი იმ ერთადერთი კანონიერი გზით დაფაროს, რომელიც სრულიად უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადასახადის სახით არსებობს.