ახალი ქართული მიუზიკლი - „F5“ (რეფრეში)

ახალი ქართული მიუზიკლი - „F5“ (რეფრეში)

შემოდგომაზე ქართველი მაყურებელი იხილავს ახალი ქართული მიუზიკლის პრემიერას, სახელწოდებით,- „F5“ (რეფრეში).  ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია ალექსანდრე ქორიძე.

ფილმის გადაღებები მარტში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. გადაღებები ამჟამად თბილისში მინდინარეობს, 31 ივლისს კი გადამღები ჯგუფი წინანდალში გადაინაცვლებს. 

მიუზიკლი „F5“ რვა ერთმანეთისაგნ განსხვავებულ კინონოველას მოიცავს. ნოველებში  წარმოდგენილი იქნება ჯგუფების : Kung Fu Junkie, TeTe, Landmark, sTia, ZurGi, Catch the clouds, Pornopoezia და Svansikh – ის  ისტორიები.

 „F5“ -ში ერთ-ერთ მთავარ როლს ჯგუფ „პორნოპოეზიის“ წევრი, თორნიკე ქარჩხაძე ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ მსახიობები  გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა), ლიკა ლაბაძე, თამრი ბზიავა, ნატა კახიძე და სხვები.

„F5“-ის შემოქმედებითი ჯგუფის პირველი გადაღება მიეძღვნა ჯგუფ „Landmark“ -ის სიმღერას „Northern Lights“. გადაღებები ლისის ტბაზე მიმდინარეობდა. მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები ნატუკა კახიძე და გიორგი შარვაშიძე.

მიუზიკლი რვა 6-7 წუთიანი ნოველისგან შედგება, მთლიანობაში კი ფილმის ქრონომეტრაჟი 80 წუთია. რეჟისორის განცხადებით, ფილმის ფორმა ქართველი მაყურებლისთვის საკმაოდ უჩვეულო იქნება და ასეთი ექსპერიმენტული კინო აქამდე არავის უნახავს.