ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია დაჭრეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია დაჭრეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ზუგდიდის საავადმყოფოში მიიყვანეს. ფაცაციას ჭრილობა ზედა კიდურის არეში აქვს მიღებული.

ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს "რესპუბლიკა" მთავარი ექიმის როლანდ ახალაიას განცხადებით,  ოთარ ფაცაცია საფანტით არის დაჭრილი. მისი თქმით, ფაცაციას უკვე  ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმის განმარტებით, საფანტით რბილის ქსოვილებია დაზიანებული, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოთარ ფაცაცია ზუგდიდში დღეს დაჭრეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 ინციდენტის დეტალების შესახებ ოჯახის წევრებს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაცაციას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ოთარ ფაცაცია ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ხელმძღვანელი იყო.