პაკისტანში აფეთქების შედეგად 9 ადამიანია გარდაცვლილი

პაკისტანში აფეთქების შედეგად 9 ადამიანია გარდაცვლილი

BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში განხორციელებული ტერაქტის  შედეგად სულ მცირე 9 ადამიანია დაღუპული.

ავტომანქანა, რომელზეც ბომბი იყო დამონტაჟებული, „თალიბების“ ყოფილი მეთაურის მული ნაბის სახლთან აფეთქდა, რომელიც ავღანეთის საზღვართან მდებარეობს. სააგენტოს ინფორმაციით, მანქანაში მყოფი სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა პაკისტანში დღეს. ბელუჯისტანში განხორციელბული ტერაქტის დროს ექვსი მესაზღვრე გარდაიცვალა.