დავით ბაქრაძეს ჭიათურის მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებზე ესაუბრა

დავით ბაქრაძეს ჭიათურის მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებზე ესაუბრა

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მან შეკრებილ საზოგადოებასთან წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა.

მოსახლეობამ კი პრემიერს რაიონში არსებულ მძიმე საყოფაცხოვრებო, სოციალურ-ეკონომიკური პირობებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მათი თქმით, რაიონში დღემდე არ აქვთ წყალი, სოფლის ერთადერთ წისქვილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, რის გამოც მარცვლეულის დასაფქვავად კილომეტრებს გადიან. ზამთრის პერიოდში დიდთოვლობის გამო, სოფელი რაიონს 6 თვე მოწყვეტილია. არ აქვთ მკურნალობისთვის საჭირო სახსრები. 

ადგილობრივების განცხადებით, წინა არჩევნებზე მათთან პრეზიდენტიც იყო ჩასული, რომელმაც არაერთი დაპირების მიუხედავად პირობები არ შეასრულა.

დავით ბაქრაძემ კი მათ განუცხადა, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული კრიზისია.

„ბევრი რამ ვერ მოგვარდა, რადგან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჯერ კიდევ უჭირს" - განაცხადა მან.