„Summer Job”-ის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები კახეთის აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან

„Summer Job”-ის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტები კახეთის აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან

„Summer Job”-ის ფარგლებში დასაქმებული სტუდენტების უმრავლესობა კახეთის აღდგენით სამუშაოებში  მიიღებს მონაწილეობას. ამის სურვილი სტუდენტებმა თავად გამოთქვეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაფხულის არდადეგებზე დასაქმებული 25 000 სტუდენტიდან, კახეთში გამოყოფილ ვაკანსიებზე 800-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა. 

ერთი თვის განმავლობაში მათ წინასწარ შერჩეული სხვადასხვა კეტეგორიის დავალებები უნდა შეესრულებინათ, მაგრამ კახეთში განვითარებული მოვლენების გამო ისინი დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან.

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 20 ივლისს ამოქმედდა და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები მონაწილეობენ.