სახალხო დამცველი    მელორ ვაჩნაძის  უმოკლეს ვადებში სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

სახალხო დამცველი მელორ ვაჩნაძის უმოკლეს ვადებში სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს რეკომენდაციით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  From.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მსჯავრდებულ მელორ ვაჩნაძის გადაყვანა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდება საჭირო გამოკვლევები და ადეკვატური მკურნალობა. 2012 წლის 18 ივლისს პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული მელორ ვაჩნაძე.  მ.ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, შეიძლება დამძიმდეს. იგი რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას ყოველ ჯერზე ჩაუტარდა სიმპტომატური მკურნალობა, თუმცა არ ჩატარებია შესაბამისი გამოკვლევები, რომლების ჩატარების შესაძლებლობა მსჯავრდებულის თქმით, არ გააჩნია #18  მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო  დაწესებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.