დევიდ კემერონი: თალიბები კოალიციის ჯარების გასვლას ელოდებიან ავღანეთიდან

დევიდ კემერონი: თალიბები კოალიციის ჯარების გასვლას ელოდებიან ავღანეთიდან

Daily Telegraph-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა ეს განცხადება ქაბულში ავღანეთისა და პაკისტანის ლიდერებთან შეხვედრისას გააკეთა.

„თალიებები თავის დროს ელოდებიან. როგორც კი კოალიცია ჯარების გაყვანას დაიწყებს, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, ხელისუფლება ისევ ხელში ჩაიგდონ, ავღანეთი კი საერთაშორისო ტერორიზმის თავშესაფარი გახდება“,- განაცხადა კემერონმა.

მიუხედავად არსებული საშიშროებისა, პრემიერმინისტრის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობა ავღანეთის დახმარებას უნდა შეეცადოს.

„ ქვეყნიდან ჯარების გასვლის შემდეგ, ჩვენ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის დახმარება. დიდი ბრიტანეთი ამას აუცილებლად გააკეთებს“,-აღნიშნა პრემიერმა.